როდის შეასახლებენ დაზარალებულ მოსახლეობას დიდ დიღომში აფეთქებულ კორპუსში - თბილისის მერის მოადგილე აცხადებს რომ ადგილზე მთელი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას 2 თვემდე დრო დასჭირდება. თბილისში რამდენიმე დღის წინ მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით ილია ელოშვილმა პალიტრანიუსის თოქ შოუ 360 გრადუსში ისაუბრა. მერის მოადგილე ამბობს რომ იმ ზარალს, რომელიც ოფიციალურად დადგინდება, დაზარალებულებს მერია აუნაზღაურებს. მერიის მაღალჩინოსანი ასევე განმარტავს რომ დაზარალებულები თავისუფალი არიან იმაში, რომ იდაონ, თუკი, ფიქრობენ, რომ რაიმე დამატებითი კომპენსაცია ყაზტრანსგაზიდან ეკუთვნით.