საგანგებო მდგომარეობის გამო საქართველოში ავტომობილების პერიოდული სავალდებულო ტექინსპექტირება დრობით შეჩერდა. მთავრობის 2020 წლის 31 მარტის დადგენილებით კი განისაზღვრა ვადა, თუ როდის მოუწევთ ავტომფლობელებს განმეორებითი ან პირველადი ტექდათვალიერების გავლა.
კერძოდ, დადგენილებით, ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, უნდა ჩატარდეს საგანგებო მდგომარეობის დასრულებიდან არა უგვიანეს 60 კალენდარული დღის განმავლობაში.
თუ განმეორებითი ინსპექტირების ვადა ემთხვევა საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადას, სატრანსპორტო საშუალების განმეორებითი ინსპექტირება აღნიშნულ 60 კალენდარული დღის ვადაში იმავე ინსპექტირების ცენტრში, რომელშიც ჩატარდა პირველადი ინსპექტირება, თავისუფლდება მომსახურების საფასურისაგან.