2018 წლის 1-ელი ივლისიდან სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომობილების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება დაიწყება. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შეუფერხებელი გავლა საქართველოს მასშტაბით მოქმედ 27 ინსპექტირების ცენტრშია შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1-ელი იანვრიდან დაიწყო. ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება ქვეყანაში ეტაპობრივად განხორციელდება და 2019 წლის ბოლომდე ინსპექტირებას მთელი ავტოპარკი გაივლის.