პარლამენტმა დეპუტატ ნიკა მელიას უფლებამოსილების შეჩერებაზე შესაძლოა 26 ივნისს, პლენარულ სესიაზე იმსჯელოს. მანამდე კი ბიუროს გადაწყვეტილებით საკითხს პარლამენტის კომიტეტები განიხილავენ. საქართველოს პროკურატურამ 20 ივნისს პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ნიკა მელიას ბრალი წაუყენა. პროკურატურამ პარლამენტს უკვე მიმართა ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოსაყენებლად თანხმობის მისაღებად.