სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პირადი ექიმის, შალვა პეტრიაშვილის ინფორმაციით, როდის გაწერენ პატრიარქს კლინიკიდან, სავარადუდო, დღეს ან ხვალ გადაწყდება. როგორც პეტრიაშვილმა განაცხადა, მისი უწმინდესობა თავს კარგად გრძნობს, „კარგ ხასიათზეა“ და უკვე შეუძლია წამოჯდომა და გადაადგილება. შალვა პეტრიაშვილის თქმით, პატრიარქს უახლოეს პერიოდში გადაიყვანენ ჩვეულებრივი რეჟიმის პალატაში. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ნაღვლის ბუშტზე ოპერაცია გერმანიის კლინიკაში გუშინ ჩაუტარდა.
იხილეთ:
პატრიარქის ექიმი ბოლო ინფორმაციით პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებროგორ გამოიყურება პატრიარქი ოპერაციის შემდეგ - პირველი ფოტოები ბერლინიდან