03:51
27 ოქტომბერი, 2020, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
როდის განაახლებს Wizz Air-ი ფრენებს ქუთაისიდან?
17-09-2020

1-ელი ოქტომბრიდან ქუთაისიდან რიგის მიმართულებით პირდაპირი ავირეისები აღდგება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, ავიარეისები კვირაში ერთხელ შესრულდება.

„წინასწარი განხილვებით შეთანხმება შემდგარია, რომ ჩვენ კიდევ ერთი მიმართულებით პირდაპირი ფრენები უნდა გავხსნათ. მოგეხსენებათ პირდაპირი ფრენები თბილისიდან გახსნილია საერთაშორისო ავიაკომპანიებისთვის, ასევე ჩვენი ეროვნული გადამზიდავისთვის. ჩვენ გადავწყვიტეთ 1-ელი ოქტომბრიდან გავხსნათ პირდაპირი ფრენა ქუთაისიდან რიგის მიმართულებით. ეს იქნება „ვიზეარი“. ეს არ იქნება ჯერ თამამი გადაწყვეტილება, იქნება კვირაში ერთი რეისი, მაგრამ არის ტენდენცია, რომ გონივრულად, მაგრამ ფრთხილად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეკონომიკა ამოძრავდეს კიდევ უფრო სწრაფად. ეს ყველაფერი კეთდება ჩვენი მოქალაქეების ინტერესებში და უპირობოდ მათი ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვის გათვალისწინებით. ფრთხილად, მაგრამ თანმიმდევრულად გავაგრძელებთ საქართველოს საჰაერო სივრცის გახსნას, პირველ რიგში, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე და, რა თქმა უნდა, ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე“,- განაცხადა გახარიამ.

AutoPlay
სერგი კაპანაძე - ჩამონგრეული და ჩაფლავებული "ქართული ოცნება" ყველაფერს იკადრებს, რათა რამდენიმე ათასი ხმა მაინც მოიპაროს
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
მიტროპოლიტ სტეფანეს კორონავირუსი დაუდგინდა
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსით ინფიცირებულ პირებს, რომლებიც სახლში მკურნალობენ, რეკომენდაციებით მიმართავს
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
რუსთავში გარდაცვლილი 21 წლის მამაკაცის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი გულის უეცარი გაჩერებაა - ჯანდაცვის სამინისტრო
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
შსს-მ "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელის ვინაობა დაასახელა
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
ამირან გამყრელიძის განცხადებით "წითელ ზონაში" გადავაბიჯეთ
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები