გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე 18 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით, მოწმის სტატუსით გამოიკითხება. ამის შესახებ „პალიტრა ნიუსს“ შსს-ში განუცხადეს. უწყების ცნობით, გრიგოლ ვაშაძე, სამართალდამცველების შეკითხვებს 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შეკითხვებს უპასუხებს. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული საქმის ფარგლებში სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც გამოკითხეს.