მეტროსადგური „უნივერსიტეტი“ სექტემბრის შუა რიცხვებში გაიხსნება. მუნიციპალური განვითარების ფონდში ახალი მეტროსადგურის ამოქმედების სავარაუდო თარიღად 15-20 სექტემბერს ასახელებენ. როგორც ფონდში აცხადებენ, ამჟამად მიმდინარეობს სატესტო სამუშაოები და თუ ტესტირებაზე რაიმე ხარვეზი გამოჩნდა, იმ შემთხვევაში გახსნის თარიღი გადაიდება. თუმცა ამ ეტაპზე ხერვეზი გამოვლენილი არ არის და ყველაფერი შესაბამისი სტანდარტების მიხედვით მიმდინარეობს. მეტროსადგური „უნივესრსიტეტის“ მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით 2015 წელს დაიწყო. პროექტის ღირებულება 83 მილიონ 670 ათასი ლარია. „უნივერსიტეტი“ რიგით 23-ე მეტროსადგური იქნება თბილისში.