ამბროლაურის აეროპორტი 2017 წლის იანვარში გაიხნება. პირველ ეტაპზე ფრენა ნატახტარი-ამბროლაური-ნატახტარის მიმართულებით განხორციელდება. აეროპორტში ასაფრენი ზოლის მოწყობა, თავისი ბაქანით დასრულებულია, ბოლო ეტაპზეა ტერმინალის მშენებლობა. როგორც საქართველოს სამოქალაქო ავიაციაში აცხადებენ, სერტიფიცირების პროცესის გავლის შემდეგ სამოქალაქო ავიაციის წარმომადგენლები აბროლაურის აეროპორტის ტრასას ადგილზე შეამოწმებენ და ამის შემდეგ აეროდრომის ვარგისობის სერტიფიკატი გაიცემა.