საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება.ქვეყნის ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისა და უფლებამოსილებაში შესვლის ცერემონია კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის არჩევის დღიდან მესამე კვირა დღეს იმართება.სალომე ზურაბიშვილის მიერ ფიცის დადებისთანავე ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის უფლებამოსილება შეწყდება. მარგველაშვილისგან განსხვავებით სალომე ზურაბიშვილი მუშაობის გაგრძელებას ავლაბრის რეზიდენციაში არ გეგმავს. მისი ადმინისტრაცია ათონელის ქუჩაზე მდებარე საპრეზიდენტო სასახლეში განთავსდება. შეგახსენებთ, რომ ათონელის ქუჩაზე მდებარე ორბელიანის სასახლის რეაბილიტაციაზე 26 მილიონი ლარი დაიხარჯა. თავდაპირველად დაგეგმილი იყო, რომ სასახლეში გაპრეზიდენტების შემდეგ გიორგი მარგველაშვილიშესულიყო, თუმცა ის ავლაბრის რეზიდენციაში განთავსდა, რაც ბიძინა ივანიშვილსა და "ქართულ ოცნებასთან" უთანხმოების ერთ-ერთი მიზეზი გახდა. რამდენჯერმე დაიგეგმა ათონელის სასახლის პრივატიზაცია, თუმცა შენობა არცერთ შემთხვევაში არ გაიყიდა.