შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების და დარბევის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა მეორე დღეს გაიგო. ამის შესახებ გიორგი გახარიამგენერალური პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილმა მას თავად დაურეკა.