ეროვნული ბანკის რეგულაციების ამოქმედების შემდეგ მოქალაქეებს შემოსავლის დადასტურების გარეშე, როგორც სესხის აღება, ისე ტექნიკის განვადებით შეძენა აეკრძალათ. შეიცვალა სესხის მოცულობის ლიმიტი და კოეფიციენტიც, მაგალითად, თვეში 1000 ლარიანი შემოსავლის მქონე ადამიანს მხოლოდ იმ ოდენობის სესხის აიღება შეუძლია, რომლის დაფარვისთვისაც თვეში მაქსიმუმ 200 ლარი უნდა გადაიხადოს. შეიცვალა სესხის აღების ვადებიც. რეგულაციებით უკმაყოფილო არიან მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ტექნიკის მაღაზიის მფლობელები და მოსახლეობის იმ ნაწილმა, რომელსაც შემოსავლი ოფიციალურად არ უფიქსირდება, მათ შორის თვითდასაქმებულები. ეროვნული ბანკის რეგულაციებს აკრიტიკებს ოპოზიცია და რეგულაციების გადახედვას ან საერთოდ გაუქმებას ითხოვენ. ექსპერტების თქმით კი რეგულაციების გაუქმებაზე საუბარი ნაადრევია, რადგან რეალურ შედეგებზე მათი ამოქმედებიდან ერთი წლის თავზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ. საფინანსო სექტორისთვის დაწესებულ რეგულაციებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საკუთარ ფეისბუქის გვერდზე გამოეხმაურა, როგორც კობა გვენეტაძე ამბობს, რეგულაციები კიარ ზღუდავს, არამედ აჯანსაღებს სისტემას. სებ-ის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ამ შეზღუდვებმა პირველი შედეგები უკვე გამოიღო და ბაზარზე გაჩნდა ლარში დაბალპროცენტიანი იპოთეკური სესხები და ახალი პროდუქტები, როგორიც არის "სესხი რეპეტიტორისთვის", ასევე სპეციალური, გამარტივებული შეთავაზებები ემიგრანტებისთვის.