როდის დაიწყება საგაზაფხულო არდადეგები სკოლის მოსწავლეებისთვის და რომელ დღეებში დაისვენებენ ბაღის აღსაზრდელები? - Palitra News

როდის დაიწყება საგაზაფხულო არდადეგები სკოლის მოსწავლეებისთვის და რომელ დღეებში დაისვენებენ ბაღის აღსაზრდელები?

2019-02-23 18:26:39+04:00

სკოლის მოსწავლეებისთვის საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტს დაიწყება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საგაზაფხულო არდადეგები ერთი კვირის განმავლობაში, 8-დან 15 მარტის ჩათვლით არის, მაგრამ რადგან 16 მარტი შაბათია, სასწავლო პროცესი18 მარტს განახლდება. რაც შეეხება ბაგა-ბაღებს, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში საგაზაფხულო არდადეგები არ იქნება. პატარები მხოლოდ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებულ უქმე დღეებში დაისვენებენ, ანუ 26-დან 29 აპრილის ჩათვლით პერიოდში.