გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერთა დასკვნას პოლონური გამოცემა dziennik აქვეყნებს. სამეცნიერო კვლევებით დადგინდა, რომ 2100 წლისთვის ზღვის დონე 140 სანტიმეტრით აიწევს, რის შედეგადაც წყალი ვენეციას და იტალიის რამდენიმე ზღვისპირა ქალაქს დაფარავს. წყლის დონის აწევა გლობალური დათბობით იქნება განპირობებული.