რა მეტყველებს საზამთროსა და ნესვში ნიტრატების არსებობაზე. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა თავად შეგიძლიათ მას შემდეგ, რაც სახლში მოტანილ ბაღჩეულს გაჭრით, თუ საზამთროში სხვადასხვა ფერის კურკებია, ის ნიტრატებითაა გაჯერებული, კარგი ნესვის კურკები უნდა იყოს ყვითელი, თუ ნესვის კურკები გამოფიტულია და მონაცრისფრო შეფერილობის, ის ნირატებითაა გაჯერებული. თუ მაინც არ ხართ დარწმუნებულები, რომ თქვენს მიერ შეძენილი საზამთრო და ნესვი ნიტრეტების გარეშეა, გაითვალისწინეთ კიდევ ერთი რჩევა: თუ გარკევული რაოდენობის ნიტრატებს დიდი ადამიანის ორგანიზმი შედარებით მარტივად იტანს, პროდუქტები პატარებისთვის კიდევ უფრო მცირე რაოდენობით ნიტრატებს უნდა შეიცავდეს. ამიტომ ნუ აჭმევთ მათ ბავშვებს, განსაკუთრებით არასეზონური ბაღჩეულის მირთმევის შემთხვევაში, ან დაჭრისას შეეცადეთ რბილობი არ ამოჭრათ ქერქთან ახლოს, ასე შეიძლება შეძენილი პროდუქტის დიდი ნაწილი იზარალოთ, თუმცა არ დაზარალდეთ თქვენ თავად, რადგან ნიტრატები ძირითადად პროდუქტის ქერქში, ან ქერქთან ახლოს რბილობში გროვდება. კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი რჩევა, სანამ ნესვს და საზამთროს შეიძენთ, დააკვირდით მათ ქერქს, თუ ისინი ოდნავ მაინც დაზიანებულია, არავითარ შემთხვევაში არ შეიძინოთ, რადგან ორივე ბაღჩეულს გააჩნია შეწოვის უნარი და დაზიანების შემთხვევაში მარტივად იწოვს გარემოში და მიწაზე მყოფ ჭუჭყს, განსაკუთრებით საყურადღებოა გზისპირას გასაყიდად გამოტანილი საზამთრო და ნესვი, რადგან ასეთ ადგილებში გამონაბოლქვია, რომელიც ტყვიას შეიცავს, დაზიანებულ პროდუქტში კი მარტივად აღწევს და გროვდება ტყვია.