გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისში, დღეს, დღის მეორე ნახევრამდე ქარი შენარჩუნდება, რომლის სიჩქარე დროგამოშვებით 20–25 მეტრი წამში იქნება. სამმართველოს უფროსის დოდო გვაზავას თქმით, დღის ბოლოსთვის ქარი შესუსტდება.რაც შეეხება უახლოესი დღეების პროგნოზს, როგორც გვაზავამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, 11-12 მარტს ქვეყნის ზოგიერთ რაიონში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. კერძოდ, მცირე წვიმა, ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში თოვლი.
იხილეთ: