ზონალურ-საათობრივი პარკირება კოტე აფხაზის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე პირველი აგვისტოდან ამოქმედდება. პარკირების სისტემაში რეგისტრაციისთვის ლესელიძის ქუჩაძე სპეციალური პავილიონი უკვე განთავსდა. ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ინფორმაციით რეგისტრაციისას მანქანის მძროლმა აუცილებელია თან იქონიოს საცხოვრებელი სახლის დამადასტურებელი დოკუმენტი. ფასიანი პარკირებები სამ, A, B და C ზონებად დაიყოფა. A ზონაში პარკირების საფასური საათში 1 ლარი იქნება. B ზონაში - 2 ლარი, ხოლო C ზონაში მძღოლებს 3 ლარის გადახდა მოუწევთ. ფასიანი პარკირების ზონაში ავტომანქანის გაჩერება უფასო იქნება იმ მძღოლებისთვის, რომლებიც პარკირების ზონიდან 100 მეტრის რადიუსში ცხოვრობს, ასევე შშმ პირის საცნობი ნიშნის მქონე ავტომობილებისთვის და ტაქსებისთვის განსაზღვრულ ადგილებში ნებართვის მქონე ტაქსებისთვის.