სპეციალური საიტი - vali.ge, რომელიც საბანკო დავალიანებების ჩამოწერასთან დაკავშირებით შეიქმნა, დღეს ამოქმედდება. როგორც მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, პირველი ორი დღის განმავლობაში საიტზე ჩაეშვება "საქართველოს ბანკის". "თიბისი ბანკისა" და "ლიბერთი ბანკის" ბაზები. საერთო ჯამშო ე.წ ვალების განულების პროგრამაში 600 ათასამდე ადამიანია. ქართუ ბანკი იმ ვადაგადაცილებულ სესხებს დაფარავს, რომელთა ძირი თანხა 2 ათას ლარამდეა. განულების პროგრამა 31 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.