ერთი წლის წინ მომზადებული ხორბლის ტექნიკური რეგლამენტი ისევ განხილვის პროცესშია. სოფლის მეურნეობის სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსის აზრით, ამ ეტაპზე შესაძლოა ხორბლის ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედება საჭირო არც იყოს.
განსხვავებულად ფიქრობს არასამთავრობო ორგანიზაცია "ჰაბ ჯორჯიას" აღმასრულებელი დირექტორი. ვასო ურუშაძის თქმით, ხორბლის ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
შეგახსენებთ, რომ ხორბლის ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედების შემთხვევაში გაკონტროლდება, როგორც იმპორტირებული, ისე ადგილობრივი ხორბლის ხარისხი.