საქართველოს მთავრობამ „ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი მიიღო. რეგლამენტის თანახმად, 2025 წლამდე გაყინული და სწრაფად გაყინული ქათმის მარკეტინგი შეიძლება განხორციელდეს თუ წყლის შემცველობა არ აღემატება 5%-ს, ხოლო 2025 წლის შემდეგ, ტექნიკური რეგლამენტი გაციების მეთოდიდან გამომდინარე, წყლის შემცველობის დასაშვებ სხვადასხვა ნორმას დაადგენს.
რეგლამენტით განსაზღვრულია დაფასოებული ადგილობრივი წარმოების გაყინული ან სწრაფად გაყინული ფრინველის ხორცის წონის კატეგორიის მიხედვით კლასიფიცირება. ამასთან, ყველა დაფასოებულ პროდუქტს უნდა ჰქონდეს წონის მაჩვენებელი, რაც მომხმარებელთა უფლებების დაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა.
დადგენილება ძალაში ეტაპობრივად შევა. ძირითადი ნორმები 2020 წლის პირველი თებერვლიდან, ხოლო ნაწილი - 2024 წლიდან ამოქმედდება.