12:54
18 სექტემბერი, 2020, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
როდის ამოქმედდება ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა?
13-08-2019

2019 წლის პირველ 6 თვეშისაქართველოში 2729 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, რის შედეგადაც სულ 3708 ადამიანი დაზარალდა, 224 -ი კი დაიღუპა. სადაზღვევო ასოციაციაციაში ამბობენ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევევების შესამცირებლად აუცილებელია დროულად ამოქმედდეს „საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა“. მათივე თქმით, კანონი ძალაში 2019 წლის ივლისიდან უნდა შესულიყო, თუმცა ამ დრომდე მისი ბედი კვლავ გაურკვეველია.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში ამბობენ, რომ კანონპროეტის ინიცირება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე უკვე მოხდა, თუმცა მისი ამოქმედება ორი ძირითადი მიზეზი გამო გადაიდო.კერძოდ, სადაზღვევო სექტორის ნაწილი თვლიდა, რომ სადაზღვევო კომპანიებს შორის არ იყო ჯანსაღი კონკურენცია და ამ საკითხის გადაწყვეტა ბანკებსა და სადაზღვევო სექტორს შორის დამატებით კონსულტაციებს საჭიროებდა, რაც მიმდინარე წლის ივლისში ვერ მოხერხდა.

მეორე შემაფერხებელი ფაქტორი კი კანონში განსაზღვრული მსუბუქი ავტომობილების მფლობელებისთვის დაზღვევის, წლიური 150-ლარიანი საფასურის გადახდა იყო, რაც კანონპროეტის განხილვისას დამსწრეთა ნაწილის აზრით მძღოლებს ამ თანხის გადახდა გაუჭირდებოდათ.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში ამბობენ, რომ „საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის“ საკითხს საშემოდგომო სესიაზე დაუბრუნდებიან. 

AutoPlay
Amazon-ი დამატებით 100 ათას ახალ სამუშაო ადგილს შექმნის
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
Gilead-ი მკერდის კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატის მწარმოებელ კომპანიას 21 მლრდ დოლარად ყიდულობს
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
ევროპაში ახალი ავტომობილების გაყიდვები 32%-ით შემცირდა
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
იანვარ-აგვისტოში თბილისში გაყიდული ბინების რაოდენობა 29%-ით შემცირდა
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
"მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების" რეიტინგში საქართველო მე-8 პოზიციაზე დაწინაურდა
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
ტურიზმის მნიშვნელოვანი აღდგენა 2021 წლის მეორე კვარტლიდანაა მოსალოდნელი
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები