29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა, მგზავრობის დროს აუცილებელი იქნება პირბადის ტარება და ამას შესაბამისი სამსახურები გააკონტროლებენ.
პრემიერის განცხადებით, მიუხედავად იმისა რომ ვირუსი ჯერ არ დამარცხებულა და აუცილებელია ნორმების დაცვა მათ შორის პირბადის ტარება სოციალური დისტანცია, ჰიგიენის წესების დაცვა მოქალაქეების ეკონომიკური და სოციალური ინტერესების გათვალისწინებით მთავრობის გადაწყვეტილების მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენა და მათზე პასუხისმგებელი იქნებიან მუნიციპალური ტრანსპორტის ხელმძღვანელი ორგანიზაციები ან კერძო ტრანსპორტის მფლობელები.