როდის აღდგება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა - Palitra News

როდის აღდგება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა

2020-05-27 11:36:17+04:00
8 ივნისიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსის ფარგლებში შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. პრემიერის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილებები მიღებულია მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე.