ქუთაისის აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით 12 ახალი მიმართულება ემატება. აღსანიშნავია, რომ 7 მიმართულებით ფრენები 2019 წლის ბოლოდან, ხოლო კიდევ 5 მიმართულებით - 2020 წლის ზაფხულიდან დაიწყება. ახალ მიმართულებებზე ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია და მათი ნაწილი გაიყიდა კიდეც.
რაც შეეხება თითოეული მიმართულების შემთხვევაში ფრენების დაწყების კონკრეტულ თარიღებს, ჩამონათვალი ასე გამოიყურება: ვენეცია - 2019 წლის 21 დეკემბერი; ნიცა - 2020 წლის 3 ივლისი; ნეაპოლი და ჰამბურგი- 2019 წლის 20 დეკემბერი; პიზა და ბადენ-ბადენი - 2019 წლის 18 დეკემბერი; ფრანკფურტი - 2019 წლის 19 დეკემბერი; სტოკჰოლმი - 2020 წლის 1-ლი ივლისი; ნიურნბერგი და ტურკუ - 2020 წლის 3 ივლისი; ჰერაკლიონი - 2020 წლის 4 ივლისი; პოზნანი - 2019 წლის 18 სექტემბერი.
ცნობისთვის, 2020 წლის ზაფხულისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული რეისები ევროკავშირის უკვე 19 ქვეყნის 39 მიმართულებით იქნება შესაძლებელი.