მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველოში 300 000 ტონამდე ყაზახური ხორბალის იმპორტი იგეგმება. ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში ამბობენ, რომ ყაზახეთის დელეგაციასთან შეხვედრა უკვე გაიმართა და საქართველოს ეკონომიკისა და სოფლის მეოურნეობის სამინისტროებთან ერთად უკვე შემუშავებულია სქემა, თუ როგორ უნდა შემოვიდეს საქართველოში ყაზახეთიდან ხორბალი. ლევან სილაგავას თქმით ყაზახური ხორბლის იმპორტი გარკვეულწილად შეამცირებს რუსეთზე დამოკიდებულებას, თუმცა შეხვედრაზე ითქვა, რომ ბაზრის მეტად დივესიფიცირებისთვის მუშაობა მიდის უკრაინასთანაც. ასევე, პერსპეტივაშია რუმინეთიდან და უნგრეთიდან ხორბლის იმპორტიც. შეგახსენებთ, რომ დღესდღეობით საქართველო თითქმის 90%-ით რუსულ ხორბალზეა დამოკიდებული.