ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს მოქალაქეები სავალდებულო კარანტინის გარეშე, PCR ტესტის საფუძველზე ქვეყანაში შემოსვლას, სავარაუდოდ, ხვალიდან შეძლებენ. როგორც ნათია თურნავა აცხადებს, ამის შემდეგ მოქალაქეები თვითიზოლაციაში უნდა გადავიდნენ.
მინისტრი იმედოვნებს, რომ ცვლილება დადებით ეფექტს იქონებს და უფრო მეტად გააქტიურდება ბიზნესი და ვიზიტები საქათველოში. მისივე თქმით, იმ პირებს რომლებსაც პისიარ ტესტუის ჩატარების საშუალება არ აქვს სახელმწიფო უფასო საკარანტინო სივრცეებით კვლავ მოემსახურება