თბილისში, 15 სექტემბრიდან, ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა ყველა ტიპის ქართული და უცხოური VISA და MasterCard ბარათით იქნება შესაძლებელი. "საქართველოს ბანკის" ცნობით, აღნიშნულს ტენდერის პირობები გულისხმობს. მათივე ცნობით, სწორედ, მითითებული თარიღიდან გაეშვება განახლებული სისტემა.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, თბილისის მერიის მიერ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდის სისტემის მოდერნიზაციისთვის გამოცხადებულ აუქციონში "საქართველოს ბანკმა" გაიმარჯვა, რომელმაც გაბილეთიანების სისტემის ოპერირების უფლება 10 წლის ვადით მიიღო.