არქიტექტორებს სერტიფიცირების ვალდებულება გადაუვადდათ. აღნიშნულს „საქართველოს არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები გულისხმობს.
ცვლილების მიხედვით, სერტიფიცირების ვალდებულება 2 წლით გადავადდა. კერძოდ, პროექტის მიხედვით, სერტიფიცირებული არქიტექტორის მიერ არქიტექტურული პროექტის დამოწმების ვალდებულება 2020 წლის 1-ლი ოქტომბრის ნაცვლად, 2022 წლის 1-ლი ოქტომბრიდან წარმოიშობა.
კანონპროექტის ავტორები პარლამენტის წევრები - გურამ მაჭარაშვილი, ნინო წილოსანი, პაატა მხეიძე, მერაბ ქვარაია და ზაზა გაბუნია არიან.