ივლისის დასაწყისში საქართველოში ტემპერატურა მკვეთრად მოიმატებს. უფრო კონკრეტულად, 2-3 ივლისს ზოგიერთ რაიონში შესაძლოა ტემპერატურამ 40 გრადუსს მიაღწიოს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოს ბარში შეიძლება +38°-ის, ხოლო დასავლეთ საქართველოს დაბლობში 40°-ის ფარგლებში აღინიშნოს. ყველაზე მაღალი ტემპერატურა 2-3 ივლისს დასავლეთ საქართველოში მარტვილში 2005 წელს 42 ℃, აღმოსავლეთ საქართველოში კი - გარდაბანში 1991 წელს -38,5 ℃ , ხოლო თბილისში - 1991 წელს 36.5 ℃ დაფიქსირდა.