საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მოთოვა. როგორც სინოპტიკოსები აცხადებენ, დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 7-12, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში კი 12-17 გრადუსი იყო. მათივე ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში ყველგან წვიმაა მოსალოდნელი, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში კი თოვლი იქნება.ანალოგიური ამინდი შენარჩუნდება ორშაბათსაც, სამშაბათიდან კი ამინდი შედარებით გაუმჯობესდება.