სინოპტიკოსები საქართველოში გამოდარებას 26 აპრილიდან ელიან. მანამდე კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კვლავ ძლიერ ქარს პროგნოზირებენ. 25 აპრილს მაღალთიან რეგიონებში შესაძლებელია ითოვოს, ხოლო დასავლეთ და აღმოსავლეთ რაიონებში მოსალოდნელია წვიმა. ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში დაახლოებით 10-12 გრადუსამდე დაიკლებს, აღმოსავლეთ საქართველოში კი 14-16 გრადუსამდე. 26 აპრილიდან კი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ტემპერატურა მოიმატებს.