"გავასუფთავეთ ოთახი, გამოვიტანეთ ყველა ნივთი, მოვიძიეთ ყველა ადგილი, სადაც შეიძლებოდა ეს დედა-შვილი ცოცხალი გადარჩენილიყო, თუმცა, სამწუხაროდ, როდესაც ვერ აღმოვაჩინეთ ბინაში, ამის შემდეგ სიტუაცია გახდა რეალური, რომ ორივე იყო გარდაცვლილი" - ზემო ფონიჭალაში სამი თვისწინანდელი აფეთქების შესახებ დეტალებზე გადაცემა "360 გრადუსში" პაატა ჩხიტუნიძე საუბრობს.