პროცესების ასე განვითარება, როდესაც სააკაშვილის მხრიდან ხდება თანაგუნდელების შეურაცხყოფა, აღრმავებს პარტიის დაშლის შესაძლებლობას - ასე გამოეხმაურა ელენე ხოშტარია ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე პროცესებს. ხოშტარიას თქმით, წესების უგულებელყოფა და თანაგუნდელების შეურაცხყოფა ზიანს აყენებს "ნაციონალურ მოძრაობას".