როდესაც ოთო კახიძე ისაუბრებს ადამიანების უფლებებსა და სასამართლოზე, ჩვენ მას შევახსენებთ ვისი მოადგილე იყო და რა საქმეს ემსახურებოდა ამ წლების განმავლობაში, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ლევან გოგიჩაიშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა. მისი თქმით, თუ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები კონფრონტაციაზე წავლენ, ადეკვატურ პასუხს მიიღებენ.