მოქალაქეთა გარკვეულ კატეგორიას პირადობის მოწმობის აღება 1-ელ ნოემბრამდე უფასოდ შეეძლებათ. აქციის ფარგლებში პირადობის მოწმობის უფასოდ აღებას შეძლებენ ის პირები, რომელთაც 1-ელ მარტამდე ნებისმიერი მიზეზით გაუუქმდათ ყველა დოკუმენტი; რომლებსაც საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი არცერთი აქტიური დოკუმენტი (პირადობის მოწმობა, პასპორტი) არ გააჩნიათ და არასდროს ჰქონიათ აღებული მოქალაქის დოკუმენტები.
აქციით სარგებლობა შესაძლებელია ასევე იმ შემთხვევაში, თუ პირი მოხსნილია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან, ამის საფუძველზე გაუქმებული აქვს პირადობის მოწმობა და იდენტიფიცირებად მისამართზე გადის რეგისტრაციას.
აქციით სარგებლობა შეუძლია ასევე იმ 17 წლის პირებსაც, რომელთაც 18 წელი 2018 წლის 1 ნოემბრისთვის უსრულდებათ.