მიწის რეგისტრაციის პროგრამის ფარგლებში, მიწის აზომვითი ნახაზის მომზადების საფასურის ანაზღაურებისთვის რეესტრში განაცხადის წარდგენის ვადა გახანგრძლივდა. კერძოდ, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში შესრულებული საკადასტრო აზომვითი სამუშაოების საფასურის ანაზღაურების წესში“ შესული ცვლილებით, დაინტერესებულ პირთა მიერ რეესტრში განაცხადის წარდგენის ვადად არაუგვიანეს 2017 წლის 31 დეკემბერი განისაზღვრა ნაცვლად მანამდე დადგენილი 30 ივნისას.
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ცნობით, მიწის რეგისტრაციის პროგრამის ფარგლებში, 10 თვის განმავლობაში მიწის აზომვითი ნახაზის მომზადებისთვის 4 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.