სტიქია აჭარაში - ძლიერი წვიმის შედეგად მეწყერული პროცესები განვითარდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში. მიწის მასა ჩამოწვა ეკალაურში, ახალსოფელსა და ახალშენში. მთელი ღამის განმავლობაში წვიმდა ქედაშიც. ძლიერი წვიმის შედეგად სულ 15 მეწყერული პროცესი მერისის, წონიარისისა და ოქტომბრის საკრებულოებში განვითარდა. აღდგენითი სამუშაოები 10 მიმართულებით მიმდინარეობს. ამ დრომდე ვერ ხერხდება აღდგენითი სამუშაოები ცხმორისის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ჩარაგაულში, სადაც გზა ჩაიკეტა. სამუშაოებს აჭარის საგზაო დეპარტამენტი ახორციელებს. სარფისა და ქობულეთის სანაპიროებზე კი 4-ბალიანი შტორმი დაფიქსირდა. ბათუმი-ქობულეთი-ჩაქვის მონაკვეთზე მდინარე ადიდდა და ცენტრალურ გზაზე გადავიდა. დატბორვის გამო მახინჯაურში გზაზე მოძრაობა შეფერხებული იყო. უამინდობა ზღვისპირეთში პარასკევამდე გაგრძელდება. სინოპტიკოსების პროგნოზით, შენარჩუნებული იქნება ხანმოკლე წვიმა ელჭექით.