შვეიცარულმა ფარმაცევტულმა კომპანია Roche-მ ანტისხეულებისგან სპეციალიზირებული კოქტეილის კლინიკური ცდების მესამე ეტაპის შედეგები გამოაქვეყნა. კოქტეილმა COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტებში დაავადების მიმდინარეობის რისკები მნიშვნელოვნად - 70%-ით შეამცირა.
კვლევები COVID-19-ით ინფიცირებულ იმ პაციენტებზე ჩატარდა, რომელთა ჰოსპიტალიზაციაც არ მომხდარა. შვეიცარული კომპანიის მიერ შემუშავებული სპეციალიზირებული კოქტეილი წარმოადგენს casirivimab და imdevimab ანტისხეულების კომბინაციას.
2020 წლის ნოემბერში ამერიკის შეერთებული შტატების მარეგულირებელი სამსახური COVID-19-ით ინფიცირებული უფროსი თაობისა და 12-წელზე მეტი ასაკის ბავშვებისთვის ექსტრემალურ სიტუაციებში კოქტეილის გამოყენებას დაეთანხმა.