საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კამპანიის "შენი ხმა ჩვენი მომავლია" ფარგლებში, ამბროლაურში საზაფხულო სკოლას ეწვია და პროექტის მიმდინარეობას გაეცნო.პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტი საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს არჩევნებში მონაწილეობის მიმართ საქართველოს მოსახლეობის ინტერესის გაზრდას.