რობოტ "სოფიას" შემდეგ, რომელიც პირველი ყველაზე წარმატებული ჰუმანოიდი რობოტი გახდა მსოფლიოში, მეცნიერებმა შექმნეს კიდევ ერთი წარმატებული ჰუმანოიდი, რომლემაც 100 სტუდენტს წარმატებით წაუკითხა ფილოსოფიის ლექცია. ექსპერიმენტი აშშ-ის სამხედრო აკადემიაში, უესტ-პონტში ჩატარდა. რობოტს სახელად ბინა 48 ჰქვია, მას განვითარების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა სახელს ეძახდნენ, მათ შორის, პატარა რობოტს, სოციალურ რობოტს და ანდროიდსაც კი. ვიდრე ექსპერიმენტს ჩაატარებდნენ, რობოტ ბინა48-ს ასწავლეს ომის თეორია, პოლიტიკა, ფილოსოფია. თუმცა, არა ინტერნეტში განთავსებული მასალის მიხედვით. შედეგით ექსპერიმენტის მონაწილეები გაოცებულები დარჩნენ."ლექციის დაწყებამდე ვიფიქრეთ რომ იგი იქნებოდა უფრო გასართობი, თუმცა, გავოცდით, როდესაც სტუდენტებმა მოსმენილის ჩანიშვნა დაიწყეს და რობოტმა ყველა კითხვას უპასუხა უპრობლემოდ", - აღნიშნა უილიამ ბარიმ.