მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტში მკვლევარემა შექმნეს დამოუკიდებელი რობოტი, რომელსაც კანის დიაგნოსტირება შეუძლია. რობოტს მიმაგრებული დერმატოსკოპის საშუალებით შეუძლია გამოიცნოს კანის პრობლემები, მათ შორის კანის კიბო. მას გამორჩეული სენსორული მოდულებით შესაძლებლობა აქვს გაზომოს გულისცემა და კუნთების აქტიურობაც. სხვა რობოტებისგან განსხვავებით, კანის რობოტი მოქმედებს ადამიანის დახმარების გარეშე.
რობოტის ერთ-ერთი შემქმნელის არტემ დემენტიევის თქმით, რობოტს შეუძლია კანიდან ნიმუშების აღება და მისი მდგომარეობის შესწავლა. მისი თქმით, პროექტი ჯერ კვლავ მუშაობის პროცესშია. კანის დიაგნოსტირების კომპიუტერულ მეთოდზე სხვა მკვლევარებსაც უმუშავიათ ამ დრომდე. რამდენიმე თვის წინ ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის კვლევა გამოქვეყნდა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ნაპოვნია ხელოვნური ინტელექტის მეთოდი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია კონვოლუციური ნერვული ქსელის უფრო ღრმად შესწავლა და კანის პრობლემების გამოვლენა უფრო მეტი სიზუსტით, ვიდრე ამას დერმატოლოგები ახერხებენ.