კომპანია Briggo-მ შექმნა ავტომატიზებული რობოტი ბარისტა , რომელსაც საათში 100 ჭიქა ყავის მოდუღება შეუძლია. ახალ რობოტს მეტსახელად Coffee haus-ი დაარქვეს. ყავის შეკვეთა სპეციალური განაცხადით ხდება. მომხმარებელს შეუძლია ინგრედიენტების არჩევა, და ასევე სასმელის ტემპერატურის მითითებაც.კვების მრეწველობის რობოტიზაცია სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. ბოსტონში რობოტები უკვე მზარეულებს ცვლიან. მაგალითად პრაღაში რობოტები სპეციალური განაცხადით შეკვეთებს იღებენ, დენვერში კი სთავაზობენ მზა კერძებს.