სტუდენტებს კალიფორნიის უნივერსიტეტში, ბერკლიში, რობოტი კურიერები ემსახურებიან. მანქანებს საკვები დანიშნულების ადგილას მიაქვთ და კურიერის ფუნქციას წარმატებით ასრულებენ. რობოტი კურიერი სახელად კივი ერთ-ერთი სტუდენტის გამოგონებაა, რომელსაც სურს გაამარტივოს მიტანის მომსახურება და დაზოგოს ადამიანების დრო. კივი არის ტერიერის ზომის ბორბლებიანი რობოტი, რომელსაც შეუძლია საჭმლის წაღება ერთი პუნქტიდან მეორე პუნქტამდე. როგორც კივის დამფუძნებელი ამბობს, რობოტს რესტორნიდან დანიშნმულების ადგილამდე შეუძლია მიიტანოს შეკვეთა. რობოტი კივი უნივერისტეტის კამპუსის ტერიტორიაზე მოძრაობს, თუმცა მას ქუჩაშიც შეუძლია გადაადგილება, სადაც ტროტუარია და მოწესრიგებული მოძრაობა. კივიბოტს შეუძლია დამოუკიდებლად ნავიგაცია. ის აღიქვამს საზღვრებს და წინაღობებს თავისი სენსორით და შეუძლია მათთვის თავის არიდება. თუმცა რობოტი მანქანის მართვა სმარტფონის მეშვეობითაც არის შესაძლებელი. იმისთვის რომ რობოტი კურიერის მომსახურებით ისარგებლოთ, საჭიროა გადმოიწეროთ მისი აპლიკაცია, რომლის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ შეკვეთის მიცემა. მძღოლს მიაქვს რობოტი რესტორნამდე, სადაც ათავსებენ შეკვეთას, შემდეგ მძღოლს ის დანიშნულების ადგილთან ახლოს მიაქვს, სადაც რობოტი დამოუკიდებლად აგრძელებს მოძრაობას და როდესაც კარამდე მიაქვს შეკვეთა შეტყობინებას უგზავნის დამკვეთს. იდეის ავტორის თქმით, ჩვეულებრივი კურიერის სევრისისგან განსხვავებით, კივი რობოტის შემთვევაში, მძღოლს უწევს მისი მხოლოდ დანიშნულების ადგილამდე მიტანა, დანარჩენ საქმეს კი რობოტი აკეტებს, რაც მძღოლის დროს ზოგავს. მძღოლს ერთდროულად შეუძლია 12 რობოტის გატდატანა.