ამერიკის შტატ ვირჯინიის გუბერნატორმა მოაწერა ხელი დადგენილებას, რომლის თანახმადაც რობოტი-კურიერები უპრობლემოდ შეძლებენ საერთო სარგებლობის ტროტუარებსა და ფეხით გადასასვლელებზე გადაადგილებას. აღნიშნული დადგენილება ამოქმედდება და რობოტი კურიერები გზავნილების დარიგებას 2017 წლის 1 ივლისიდან შეძლებენ. დოკუმენტის თანახმად “ავტოკურიერი”-ს სიჩქარე არ უნდა აჭარბებდეს 16 კილომეტრს საათში, ხოლო მისი წონა 22 კილოგრამს.