კომპანია Agility Robotics - მა ავტომწარმოებელ Ford-თან ერთად შექმნა რობოტი Digit -ი, რომელიც 18 კილოგრამამდე წონის ამანათებს დაარიგებს. რობოტი დამზადებულია მსუბუქი მასალისგან,რომელიც აღჭურვილია სტერეოკამარებით, სწორეთ ამ კამერების დახმარებით იკვლევს გზას რობოტი და პოულობს დამკვეთის სახლს. თუ რობოტს მოულოდნელი წინაღობა ხვდება, ის უშვებს სიგნალ SOS-ს, იმისთვის რომ მიიღოს პასუხი შემდგომი ქმედებების შესახებ.
რობოტს შეუძლია გადაადგილება არასწორ ზედაპირზე, წინააღმდეგობის გადალახვა, კიბეზე ასვლა-ჩამოსვლა და ასევე გაუთვალისწინებელი შეჯახების დროს ვერტიკალური მდგომარეობის შენარჩუნება. პროექტის მთავარი იდეაა პიკის საათისგან თავისუფალ დროს მომხმარებლისათვის ამანათის სახლში მოწოდება. კომპანია Agility Robotics -ი კურიერი რობოტების გაყიდვას 2020 წლიდან გეგმავს.