ცნობილმა ინგლისელმა მუსიკოსმა, რობი უილიამსმა ახლახან გაამხილა, რომ 20 წლის შემდეგ ავსტრალიელ პოპვარსკვლავ კაილი მინოუგთან კიდევ ერთი კოლაბორაციული კომპოზიცია ჩაწერა. ამის შესახებ მან გამოცემა Daily Star-თან ინტერვიუში განაცხადა. "ამ სიმღერასთან დაკავშირებით ძალიან დიდი გეგმები მაქვს, თუ, რა თქმა უნდა, კაილი თანახმა იქნება", - ამბობს ერთ-ერთი ინტერვიუში რობი.