გერმანიაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების 40% ე.წ. ბრიტანულ ვარიანტზე, მოდის, - ამის შესახებ ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტოს, რობერტ კოხის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ლოტარ ვილერმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოთხი კვირის წინ ვირუსის აღნიშნული ვარიანტი ახალი შემთხვევების მხოლოდ 6%-ს შეადგენდა. ლოტარ ვილერმა ასევე აღნიშნა, რომ „ბრიტანული ვარიანტი“ შესაძლოა მალე დომინანტი შტამი გახდეს ქვეყანაში.
„მოსალოდნელია, რომ „ბრიტანული ვარიანტი“ მალე გერმანიაში დომინანტი ვარიანტი გახდება და შემდეგ კიდევ უფრო რთული იქნება ვირუსის შეჩერება, რადგან ის უფრო გადამდები და კიდევ უფრო საშიშია ყველა ასაკობრივ ჯგუფში,” - აღნიშნა ვილერმა.