09:57
8 დეკემბერი, 2019, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
თავისუფალი თემა
რკინის ლედი - გაიცანით "ვერა" ეროვნული ბიბლიოთეკიდან
03-02-2016
ვინც ერთხელ მაინც ყოფილა ეროვნული ბიბლიოთეკის პირველ კორპუსში, შეუგვრძნია გაყვითლებული წიგნების სურნელი და ცოტა ხნით წარსულში უმოგზაურია, მის თვალსა და ყურს ნამდვილად არ გამოეპარებოდა, სამკითხველო დარბაზში, სამარისებულ სიჩუმეში რკინის რელსებზე მოსრიალე ხმაურიანი პატარა ყუთი, რომელიც პერიოდულად სამკითხველო დარბაზის ოთახის ფანჯარაში შემოდის. ვინც ჯერ არ იცნობთ, გაიცანით, ეს რკინის ლედი "ვერა" გახლავთ, რომელიც ბიბლიოთეკის ერთ-ერთ ყველაზე სტაჟიან თანამშრომლად ითვლება და დაკისრებულ მოვალეობას პირნათლად ასრულებს.

დაახლოებით, 80 სანტიმეტრის სიგრძისა და 40 სანტიმეტრის სიგანის მინი საბაგირო, რომელიც ეროვნული ბიბლიოთეკის პირველიდან მეორე კორპუსამდე გაბმულ რელსზე მოძრაობს, უკვე წლებია ბიბლიოთეკის თანამშრომლებს ფასდაუდებელ სამსახურს უწევს. პატარა რკინის კონსტრუქცია, რომელსაც წინა და უკანა მხარე დროჟამისგან დაბურული შუშის კარებები აქვს შებმული, დღეში მინიმუმ 50 რეისს აკეთებს. მისი მთავარი ფუნქცია საცავიდან სამკითხველო დარბაზამდე წიგნების გადაზიდვაა.
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები