რკინიგზის საერთაშორისო სადგურებზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული რეკომენდაციების საფუძველზე კორონავიურსის გავრცელების პრევენციისთვის კონტროლის მექანიზმები გამკაცრდა.
საბაჟო გამშვებ პუნქტზე "გარდაბანი-სარკინიგზო“ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ელგუჯა ბერანძე იმყოფებოდა. ბერანძის განცხადებით, მგზავრთა კონტროლის პროცესში, დაავადების გამოვლენის შემთხვევაში, მასზე რეაგირებისთვის აუცილებელი ღონისძიებები კოორდინირებულად გატარდება შესაბამის უწყებებთან ერთად.
ცნობისთვის, რისკჯგუფს ჩამოსულ მგზავრებს უტარდებათ ინდივიდუალური მონიტორინგი, რაც გულისხმობს მგზავრთან გასაუბრებას, ტემპერატურის გაზომვასა და სათანადო კლინიკური ნიშნების შეფასებას