შინაგან საქმეთა სამინისტროს დიღმის მთავარ სამმართველოში რკინიგზელთა აქციის დროს დაკავებული 10 პირი მთელი ღამის განმავლობაში იკითხებოდა. ადვოკატის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები პოლიციამ წვრილმანი ხულიგნობის მუხლით აიყვანა. მისი თქმით, რამდენიმემ დაკავების დროს დაზიანება მიიღო.პროფკავშირების ორი თანამშრომელი იზოლატორშიც შიმშილობას განაგრძობს. სახალხო დამცველისა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებმა სიტუაცია ადგილზე შეისწავლეს. დაკავებულების სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება.